Friday, March 28, 2014

ჰოლივუდის სამყარო

ჰოლივუდის ისტორია

ესპანელმა მოგზაურებმა დღევანდელი ჰოლივუდის ტერიტორია აღმოაჩინეს. ამერიკელი ინდიელები სანტა მონიკას მთების ხეობაში ბინადრობდნენ, ამიტომ ჰოლივუდის პირველი მოსახლეები სწორედ ამერიკელი ინდიელები გახლავთ. მოგვიანებით ესპანელებმა ისინი სან ფერნანდოს, სან გაბრიელისა და ლოს ანჟელესის სხვადსახვა დასახლებულ პუნქტებში გადაასახლეს. ტერიტორია, რომელიც დღეს ჰოლივუდის სახელითაა ცნობილი, ესპანეთის მთავრობამ ორად გაყო: დასავლეთი გახლდათ რანჩო ლაბრი, აღმოსავლეთი კი რანჩო ლოს ფელიზი.

1870 წელს ჰოლივუდის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობა კარგად იყო განვითარებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 80-იან წლებში რანჩოების დანაწევრება მოხდა. 1886 წელს კი ვინმე უილქოქსმა შეისყიდა რანჩო ლაბრის ტერიტორია და მისმა მეუღლემ ამ ადგილს ჰოლივუდი უწოდა. სულ მალე უილქოქსმა ჰოლივუდის ქუჩების დაგეგმარება დაიწყო, რასაც პროსპექტ ავენიუს, ახლანდელი ჰოლივუდის ბულვარის მოკირწყვლა მოჰყვა. ამასთანავე უილქოქსმა დაიწყო საცხოვრებელი ნაკვეთების შეძლებული ხალხისათვის მიყიდვა, რომლებიც ძირითადად მზიან კალიფორნიაში “გამოსაზამთრებლად” ჩამოდიოდნენ. ძალიან მალე პროსპექტ ავენიუ ყველაზე პრესტიჟული საცხოვრებელი ქუჩა გახდა, სადაც უმეტესად ვიქტორიანული ტიპისა და ყველაზე ძვირადღირებული სახლები შენდებოდა. ყველაფერთან ერთად ქალბატონმა უილქოქსმა ფონდების ძიება დაწყო ჰოლივუდში ეკლესიებისა და სკოლების ასაშენებლად. სულ მალე ჰოლივუდმა საბოლოო სახე მიიღო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დასახლება.

1911 წლიდან კი იწყება ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ამ წელს ნესტორ ქომფანიმ ჰოლივუდში პირველი კინოსტუდია გახსნა. ამავე წელს სესილ დემილმა ჰოლივუდის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო. სულ მალე გრიფიტმა, მაკ სენეტმა და სხვებმა ედენდეილშიც გახსნეს კინოსტუდიები, ახლანდელ გლენდეილ ავენიუზე ექო პარკში. დაიწყო ჰოლივუდის სახეცვლილება. სასოფლო სამეურნეო ცენტრი ახლა ბიზნეს ცენტრად იქცა. აღსანიშნავია, რომ 20იან და 30იან წლებში დაიწყო ჰოლივუდში რესტორნების, ღამის კლუბებისა და კინოს სახლების გახსნა. წლების განმავლობაში კი კინოსტუდიების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ჰოლივუდში და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ბევრმა კინოვარსკვლავმა დაიწყო ჰოლივუდში ბევერლი ჰილზე . ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 50-იან და 60 -იან წლებში მუსიკის კომპანიებმაც დაიწყეს ჰლივუდში თავიანთი სტუდიების გახსნა. ქალაქის სხვადასხვა კუთხეებში გაიხსნა სხვადასხვა სახის ბიზნესები. 1985 წელს ჰოლივუდ ბულვარი ჩაიწერა ამერიკის ისტორიული უბნების სიაში. თვით ჰოლივუდი კი, როგორც მოგეხსენებათ, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი კინოინდუსტრიის ცენტრია.

ჰოლივუდი-კინოს ისტორია

თუ რა არის ჰოლივუდი ეს დღეს ყველამ იცის. ჰოლივუდი კოლოსალური კინოქარხანაა, სადაც მსოფლიო ფილმების უმრავლესობას იღებენ. ეს არის ადგილი, სადაც უდიდესი მსახიობები და ვარსკვლავები ცხოვრობენ. აქ ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება კევინ კოსტნერს ან ანჯელინა ჯოლის გადააწყდეს.

ჰოლივუდი კინემატოგრაფიას 1911 წელს დაუკავშირდა. მაშინ, ერთ-ერთ ძველ ტავერნაში პირველი ჰოლივუდური ფილმი გადაიღეს. და მაინც, ალბათ გიჩნდებათ კითხვა - რა იყო ჰოლივუდი ისეთი, რომ სწორედ იქ და არა სხვაგან გაჩნდა სურვილი კინოსურათების გადაღების?! საქმე ისაა, რომ ჰოლივუდში მრავლად იყო ისეთი მშვენიერი ადგილები, რომლებიც ფილმის გადაღების პროცესში ხელოვნური დეკორაციების აგებას აღარ საჭიროებდნენ, შესაფერისი იყო ასევე კლიმატი და საერთოდ მთლიანი გარემო. ამიტომ გახდა ჰოლივუდი ”ფილმების ქარხანა” და სწორედ ამიტომ მიიზიდა მან უამრავი რეჟისორი თუ მსახიობი. ბანკები, რესტორნები, კლუბები, სხვადასხვა ორგანიზაციები - ყოველივე ამან კინოინდუსტრიის განვითარებას ხელი შეუწყო. ძალიან მალე თითქმის ყველა ქუჩასა და სახლის ფასადს სულ ახლებური იერი შესძინეს და დეკორატიული ელემენტების გამოყენებით ჰოლივუდი პატარა სამოთხეს დაამგვანეს..  
In Old California იყო პირველი ფილმი, რომელიც შეიქმნა ჰოლივუდში, ფილმის რეჟისორი იყო D.W. Griffith-ი.





1930-40-იანი წლები ჰოლივუდის "ოქროს ხანადაა" მიჩნეული. ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა მრავალი კლასიკური ფილმი და ვარსკვლავებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.
უხმო კინომატოგრაფიამ მილიონობით მაყურებელი აღაფრთოვანა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოვიდა "ჯაზის მომღერალი" (1927) ჰოლივუდი დარწმუნდა, რომ მომავალი "მოლაპარაკე" კინოს ეკუთვნის.



ბევრი მსახიობი ვერ შეეჩვია სიახლეს და მათი კარიერაც დასრულდა. ხმოვანი ფილმი მოითხოვდა არა მარტო დახვეწილ სალაპარაკო ხმას,
არამედ თამაშის ახალ სტილსაც. ხმა ბუნებრივ ზეგავლენას ახდენდა ფილმის ჟანრზე. მუსიკა ფილმის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. ჰოლივუდში დაიწყეს კომპოზიტორების მოწვევა მუსკიალური ფონის შესაქმნელად. ამგვარად, ჰოლივუდი გახდა XX საუკუნის მუსიკის ძირითადი მეპატრონე. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლივუდი ძალზე პროდუქტიული იყო. ამ პერიოდის ვარსკვლავია ჰემფრი ბოგარტი, სადაც ის ინგრიდ ბერგმანთან ერთად არის წარმოდგენილი ფიმში "კასაბლანკა" ხოლო დახვეწილმა გერმანელმა მსახიობმა მერლინ დიტრიხმა ჰოლივუდის ფილმებს პიკანტურობა შემატა. შეუდარებელი იყო მისი გამოხედვა და ეგზოტიკური აქცენტი.



ჰოლივუდში ფილმების უმრავლესობა იქმნებოდა სპეციალურად ამა თუ იმ ვარსკვლავისათვის. მათგან აღსანიშნავია გარი კუპერი, კლარკ გეიბლი, გრეტა გარბო, კეტრინ ჰეპბერნი.
ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი კი ფილმში "ქარწაღებულნი" (1939). მსახიობთა ბრწყინვალე შესრულების, ლამაზი კოსტიუმებისა და ფერების ტექნიკურად გამოყენების წყალობით, ფილმი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელ რომანსად იქცა.
ომის შემდგომ პერიოდში ჰოლივუდი მრავალ პრობლემას წააწყდა. მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით სტუდიებს ჩამოერთვათ ფილმებზე
კონტროლი. კომუნისტების დევნის მოძრაობამ შეიწირა ბევრი ნიჭიერი პიროვნების კარიერა.
მაგრამ ჰოლივუდი კვლავ ფეხზე დადგა და დღეს-დღეობით ნათელი მაგალითი გვაქვს თუ რაოდენ მაღალბიუჯეტიან ფილმებს აწარმოებს იგი .


No comments:

Post a Comment